სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 4 ივლისს, 10 საათიდან 16 საათამდე დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კედიას, ევდოშვილის, თევდორე მღვდლის, ვანის და ცემის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 5 ივლისს 10 საათიდან 16 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება წერეთლის გამზირის და სტანისლავსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.