ჩეხეთში "ე-კოლი" სასმელ წყალში იპოვეს. ჩეხეთის სოფლის მეურნეობისა და სავაჭრო ინსპექციამ ნაწლავური ბაქტერიის ჩხირი სასმელ წყალ - "აქუილა აქუალინეაში" აღმოაჩინა.
გავრცელებული ინფორმაციით, სახიფათო წყლით სავსე ბოთლები გაყიდვიდან უკვე ამოღებულია. მწარმოებელ კომპანიას კი მომხდართან დაკავშირებით მომხმარებლის ინფორმირება დაევალა.
წყლის მწარმოებელმა კომპანიამ "კარლოვარსკე მინერალ ვოდიმ" გაყიდვიდან 33 000 ბოთლი ამოიღო.
ევროპაში ნაწლავურ დაავადებას უკვე 50 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ამ დრომდე მკურნალობას გადის.