თურქეთში, მატჩების გარიგებების ბრალდებით, 30 ადამიანი დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის თურქეთის ჩემპიონის -"ფენერბაღჩეს" პრეზიდენტი აზიზ ილდირიმი და კლუბ "ტრაბზონპორის" ვიცე-პრეზიდენტი ნეზვატ შაკარიც არიან. მათთან ერთად, სამართალდამცველებმა ფეხბურთელებიც აიყვანეს.
გამოძიება კლუბ "სივასპორთან" დაკავშირებითაც მიმდინარეობს. მასობრივი დაკავებები დღეს დილით, ერთდროულად 12 ქალაქში განხორციელდა.
თურქული მედია არ გამორიცხავს, რომ დაკავებულთა რიცხვი, შესაძლოა, 150-მდე გაიზარდოს.