კუს ტბაზე დასუფთავების აქცია მოეწყო. მასში ახალგაზრდა "ქრისტიან-დემოკრატებმა" მიიღეს მონაწილეობა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის 30-მდე წევრმა კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის ერთი ნაწილი დაასუფთავა.