ხვალ, 4 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ზოგადი უნარების გამოცდით გაგრძელდება. აბიტურიენტები ზოგად უნარებში გამოცდას ორი დღის განმავლობაში ჩააბარებენ.
08:00 საათზე, საქართველოს 12 საგამოცდო ქალაქში განთავსებულ 15 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაცია, ხოლო 09:00 საათზე - საგამოცდო სესია დაიწყება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 34 ათასი აბიტურიენტია რეგისტრირებული.
გამოცდები ტარდება სიღნაღში, თელავში, რუსთავში, თბილისში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, ზუგდიდში, ბათუმსა და ხულოში.
საგამოცდო პროცესში ჩართულია 1200 მეთვალყურე და კურატორი, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის 30-მდე ბრიგადა. ყველა საგამოცდო ცენტრში განთავსებულია სამედიცინო პუნქტი, ცენტრთან კი მორიგეობს სასწრაფო დახმარების მანქანა.