უცხო ქვეყნის მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, შესაძლოა, საქართველოდან გააძვეონ.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" განახლებულ ვერსიაში.
გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნას ადმინისტრაციული სახდელის სახეებად ჯარიმა; სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია; სპეციალური უფლების ჩამორთმევა და ადმინისტრაციული პატიმრობაც.
კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია.