მინსკში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის დროს სამი ადამიანი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც აღლუმი ბელორუსიის თავდაცვის მინისტრმა იური ჟადობინმა ჩაიბარა და პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ბელორუს ხალხს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, შეკრებილი მოსახლეობა პრეზიდენტის გამოსვლას აპლოდისმენტებით არ შეხვდა.
მათივე მტკიცებით, აღლუმის შემდეგ სამი ადამიანია დაკავებული, რომლებიც ლუკაშენკოს გამოსვლის დროს ყვიროდნენ "მინსკი - გმირი ქალაქია".
დაკავებულები სამოქალაქო ფორმიანებმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბელორუსი დამოუკიდებლობის 20 წლისთავს აღინიშნავს.