ამერიკის შეერთებულ შტატებში, მონტანას შტატში კომპანია ExxonMobil-ის კუთვნილი ნავთობსადენი დაზიანდა, რის შედეგადაც ათასობით ბარელი ნავთობი მდინარეში ჩაიღვარა.
ავარია იელონსტოუნის პარკის მიმდებარე ტეროტორიაზე მოხდა.
ნავთობსადენი, სადაც ავარია მოხდა, ამჟამად, ჩაკეტილია და მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.
ექსპერტების თქმით, ნავთობი მდინარის დინებას გაჰყვა და სერიოზული ეკოლოგიური ზიანი მიაყენა გარემოს.