ფიზიკურ პირებს ფულადი სახსრების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანის შეუზღუდავი უფლება ეძლევათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტმა ახალი -"ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" კანონი უკვე დაამტკიცა, სადაც კაპიტალის მოძრაობის თავისუფლების შესახებ ცალკე პუნქტია გამოყოფილი.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დაუშვებელია რეზიდენტი ან არარეზიდენტი პირების თავისუფლების შეზღუდვა, ვალუტის კონვერტაციის, ნებისმიერი სახის ანგარიშის გახსნის ან ამ ანგარიშზე ფულადი სახსრის მოძრაობის თვალსაზრისით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოში კაპიტალის მოძრაობა თავისუფალი იქნება გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან როცა კაპიტალის მოძრაობა დაკავშირებულია სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობასთან.
კანონი ძალაში 2013 წლის 31 დეკემბრიდან შევა.