სამარშუტო ტაქსი მდინარე მტკვარში გადავარდა. ინციდენტი წუხელ გვიან ღამით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა.
"ფორდის" მარკის მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯებირი გაანგრია და მტკვარში გადავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობისით თბილისის ერთ-ერთ ბაზარში კომბოსტო გადაჰქონდათ.
სამარშუტო ტაქსიდან გზავრების გამოყვანა მაშველებმა დროულად შესძლეს. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.