აშშ-ს და ესპანეთის ხელისუფლებებმა განაცხადეს, რომ ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მუქარები ევროპის მისამართით, ვერ შეაჩერებენ ნატოს ძალების მიერ ლიბიის მოქალაქეების დაცვისკენ მიმართულ სამხედრო ოპერაციას. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს.
ეს განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ტრინანდად ჰიმენესთან მადრიდში შეხვედრისას გააკეთა.
კლინტონმა ხაზი გაუსვა, რომ მუქარის ნაცვლად, კადაფმა პირველ ადგილზე ლიბიელი ხალხის ინტერესები უნდა დააყენოს, ამისათვის კი მან ქვეყნის ხელმძღვანელის თანამდებობა უნდა დატოვოს.
თავის მხრივ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰიმენესმა განაცხადა, რომ ქვეყნები გააგრძელებენ ლიბიის ლიდერზე ზეწოლას, იმის გამო, რომ ლიბიის მშვიდობიან მოქალაქეების წინაშე არსებული საფრთხე გამოირიცხოს.