დღეს, 3 ივლისს, 16:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" დაფინანსებით ა/ო „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მონაწილეობით პროექტს განახორციელებს.
პროექტის „ხელმისაწვდომი გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს" ფარგლებში, მოეწყობა ეტლების შესაძლებლობების დემონსტრაცია და თევზაობის ჩემპიონატი. პროექტის ბენიფიციარები მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგში (ეტლის შერჭევა, ნაწოლების პრევენცია და სხვ.). ღონისძიების ბოლოს თევზაობის ჩემპიონატში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრით.
საზოგადოების დამოკიდებულება ინვალიდობის მქონე პირთა მიმართ არაადეკვატურია და ხსირ შემთხვევაში დაფუძნებული ცრუ წარმოდენებზე. პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართვას გასართობ ღონისძიებებში და საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას.
პროექტი „ხელმისაწვდომი გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს" არის ერთ-ერთი იმ პროექთაგან, რომელიც დაფინანსებულია „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" მიერ წელს გამოცხადებული საგრანტო კონკურის შედეგად.
სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი" არის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება.