დღეს, 2 ივლისს, 12:00 საათზე, კუს ტბაზე უკვე მესამედ ჩატარდება საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად. ღონისძიება ემსახურება ძუძუს კიბოს ნაადრევი გამოვლენის მნიშვნელობის შესახებ განათლებასა და ამ დაავადებასთან საბრძოლველად ფონდების მოძიებას საქართველოში.
აქციის ორგანიზატორია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღობის კავშირი "ჰერა". აქციის მხარდამჭერები არიან საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდი (აშშ), ჯეი-ეს-აის კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი, ეროვნული სკრინინგ ცენტრი, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს პარლამენტის წევრები, საელჩოები, კერძო კომპანიები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.
აქციის მიზანია საზოგადოების ცნობიერებისა და ცოდნის დონის ამაღლება ძუძუს კიბოს პრობლემასტან დაკავშირებით, მისი ნაადრევი გამოვლენის მნიშვნელობა და მეთოდების შესახებ. ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერია და აქტიური მონაწილეა საქართველოს პირველი ლედი - სანდრა რულოვსი.