საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელი ეკა ბესელია მიმართავს სასჯელაღსრულების მინისტრს კალმახელიძეს, სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომოტეტს და ითხოვს დაუყოვნებლივ რეაიგირებას მალხაზ არქანიას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციის თაობაზე.
"გლდანის №8 დაწესებულებაში მყოფმა პატიმრმა მალხაზ არქანიამ 22 ივნისს სახალხო დამცველის რწმუნებულს ახსნა-განმარტება მისცა, რომელშიც იგი ჰყვება, როგორ აჭამეს საკუთარი ჩვენება, როგორ აყურებინეს გაუპატიურების ფაქტისთვის, როგორ ახდნენ მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას და თავად მას როგორ ემუქრებიან გაუპატიურებით. მეორე დღეს კი მან ჩვენება შეცვალა და როგორც ჩანს, აიძულეს საკუთარი ადვოკატის წინააღმდეგ მიეცა ცრუ ჩვენება. ეს განსაკუთრებულ ყურადღებას და რეაგირებას ითხოვს, რადგან პატიმარ არქანიასთან ერთად, საფრთხის წინაშე მისი ადვოკატიც დადგა პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო. მსგავსი პრეცედენტების დაშვება არ შეიძლება და უფლებადამცველებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ასეთი ძალადობისა და უკანონობის აღსაკვეთად", - აღნიშნავს ბესელია.