საქართველოს პრემიერ- მინისტრი. ნიკა გილაური თბილისისა და რაიონების იმ სკოლების დირექტორებს შეხვდა, რომელთა მოსწავლეებმაც საატესტატო გამოცდებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს.
პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა ის შედეგები, რომლებიც წელს მოსწავლეთა უმრავლესობამ მიიღო. საატესტატო გამოცდები, საქართველოს მასშტაბით, 1 520 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდა.
8-დღიანი საგამოცდო პროცესი ხარვეზების გარეშე წარიმართა. გამოცდები საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგნელებმა მშობლიურ ენაზე ჩააბარეს.