საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი რელიგიური გაერთიანებები, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩაითვლებიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში" შედის.
კანონპროექტის თანახმად, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩაითვლებიან რელიგიური გაერთიანებები, რომლებსაც გააჩნიათ მჭიდრო ისტორიული კავშირი საქართველოსთან. კერძოდ, რომაული კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია, მუსლიმანთა თემი და იუდეველთა თემი.
კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები ლაშა თორდია, ჩიორა თაქთაქიშვილი და ნუგზარ წიკლაური არიან.