პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით, რუსეთის მიერ ამერიკელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების წინააღმდეგ შავი სიის მომზადება კომიკური ინიციატივაა.
ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებს რუსეთის დუმის მიერ მომზადებული კანონპროექტის შეფასებისას განუცხადა.
"რუსი დეპუტატებისგან მსმენია, რომ ისეთივე სია მზადდება, როგორიც ამერიკის კონგრესში განიხილება. კერძოდ კი, საუბარია იმაზე, რომ შემოიღონ შავი სია იმ რუსი დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანის უფლების დარღევაში და კონკრეტულად ხოდორკოვკის და მაგნიცკის საქმეებში მონაწილეობდნენ", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივ თქმით, "ამით" რუსეთი ამერიკელ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს ვერ შეაშინებს.
"ბევრი რუსი ჩინოვნიკი ვიცი, რომელსაც კორუფციულად ნაშოვი ფული ამერიკულ ბანკებში აქვს შენახული, თუმცა ვერ გეტყვით, რომ არსებობს რომელიმე ამერიკელი პოლიტიკოსი ან ჩინოვნიკი, რომელსაც რუსულ ბანკებში ფული ჰქონდეს ანგარიშები", - აცხადებს ბაქრაძე.