ბაზალეთის ტბაზე სამძებრო სამუშაოები დასრულდა - მაშველებმა 36 წლის ლერი მაისურაძის ცხედარი იპოვეს. სამი დღის განმავლობაში ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შს სამინისტროს მყვინთავები და მცხეთა -მთიანეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.
36 წლის ლერი მაისურაძე შვილთან ერთად ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ისვენებდა, თუმცა ტბაში ბანაობის დროს მამაკაცი დაიხრჩო.
მასალის გამოყენების პირობები