მარკეტინგული კვლევებისა და კონსულტაციის კომპანია "ეისითის" კვლევების თანახმად, სოციალურ ქსელებს შორის საქართველოში ყველაზე პოპულარული odnoklassnik-ია.
„ეისითის" ინფორმაციით, სოფიალური ქსელების მომხმარებელია ქვეყნის მოსახლეობის 25%.
„რაც შეეხება იმას, კონკრეტულად რომელ ქსელს ანიჭებენ უპირატესობას მოქალაქეები, აქ მეზობელი ქვეყნების გავლენა უფრო იგრძნობა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა 66% რუსულენოვან ondnoklassniki.ru-ს არჩევს"- აცხადებენ „ეისითიში".
მარკეტინგული კვლევებისა და კონსულტაციის კომპანიის კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ჯერაც რუსული ქსელი odnoklassniki.ru ლიდერობს, მაგრამ ბოლო ორი წლის მანძილზე სურათი საგრძნობლად შეიცვალა - 2009 წლის მონაცემებით 91% მოიხმარდა odnoklassniki.ru-ს, 14% დაინტერესებული იყო Myspace-ით, ხოლო Facebook-ის მომხმარებელთა რიცხვი მხოლოდ 6% გახლდათ.
საკამათო აღარ არის, რომ მსოფლიოში სოციალურ ქსელებს შორის Facebook-ი ერთპიროვნული ლიდერია. მთელს პლანეტაზე Facebook-ს მსოფლიო მოსახლეობის 21.75% სარგებლობს. ბოლო მონაცემებთ, Facebook-ის ქსელში ჩართული ადამიანების რაოდენობა 695 მლნ. 847 ათას 120 აღწევს
მასალის გამოყენების პირობები