ხაშურის რაიონული საავადმყოფოს მედპერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებენ და უჩივიან. ექიმების წინააღმდეგ საქმის აღძრვას ნაირა ოგანოვი ითხოვს. ის ირწმუნება, რომ ავტოკატასტროფის შედეგად მისი შვილი, არმან ოგანოვი საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ექიმების უყურადღებობის გამო მოზარდს ჰემატომა განუვითარდა.
თბილისში გადმოყვანის შემდეგ კი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო და პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ოგანოვების პოჯახი განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს და ხაშურის საავადმყოფოს ექიმების წინააღმდეგ სარჩელს პირდაპირ პროკურატურაში შეიტანს.