რუსეთი აუცილებლად შექმნის თავის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას, იმის მიუხედავად, თუ რის გაკეთებას აპირებენ ამ მიმართულებით მისი დასავლელი პარტნიორები, აცხადებს რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში დიმიტრი როგოზინი.
"რაც შეეხება ჩვენს საჰაერო-კოსმოსურ თავდაცვას და ჩვენს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას, ჩვენ მას აუცილებლად გავაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რას აპირებენ ამ მიმართულებით ნატოელები და ამერკელები", _ აცხადებს როგოზინი.
მასალის გამოყენების პირობები