დღეს, 1-ელ ივლისს, 15:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი
ჯონ ბასი ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თსუ-დან აცნობეს, ელჩი
მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძესთან ერთად სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდება.
განიხილება
თემა "საქართველოს წარმატება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ
ბრძოლაში" იქნება. ღონისძიებას სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დაესწრება.