აშშ-ს, ნატოსა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლებიც რაკეტსაწინააღმედო თავდაცვის თემატიკას შეეხება, ჩიხში შევიდა. ეს განცხადება ნატოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა გააკეთა.
"ჩიხში შესვლას ამერიკულ მხარეს უნდა "ვუმადლოდეთ", იმიტომ, რომ რუსეთისათვის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტი რაკეტსაწინააღმედო თავდაცვის სისტემების პროექტის ფარგლებში ამ პროექტის სრული არარსებობა იქნებოდა. თუმცა ამის მიღწევა ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია", - განაცხადა როგოზინმა რუსულ მედიასთან საუბარში.
მისივე თქმით, ახლა რაკეტსაწინააღმედო თავდაცვა ერთგვარი შელოცვაა, რომელიც რიტმულად ჟღერდება ყველა ამერიკელი პოლიტიკოსისა და დიპლომატის მხრიდან, განურჩევლად იმისა, თუ რომელ პარტიას ეკუთვნიან ისინი ან იერარქიული კიბის რომელ საფეხურზე დგანან.
"მათთვის ეს მარქსიზმ-ლენინიზმივითაა, როგორც სტალინური ეპოქის კომუნისტებისთვის. ამაზე უკან დახევა მათ არ შეუძლიათ და რუსმა მომლაპარაკებლებმაც უნდა იცოდნენ, რომ ამ პოზიციიდან მათი დაძვრა პრაქტიკულად შეუძლებელია", - აცხადებს როგოზინი.