ამერიკული ჟურნალი "სი-ენ-ბი-სი" საქართველოს ვრცელ სტატიას უძღვნის. ჟურნალისტი ყურადღებას ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე ამახვილებს. სტატიაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ამ კუთხით განვითარების მიზეზი პრეზიდენტი სააკაშვილის პოლიტიკური კურსია, რომელმაც საქართველო დასავლურ სტანდარტებს დაუახლოვა.
ჟურნალისტის თქმით, ქვეყნის ევროპული გეზი თბილისში ჩაფრენისთანავე თვალშისაცემია, სადავ ჰიპერმარკეტებისა და სწრაფი კვების ობიექტების გვერდით შუშის პოლიციის შენობებია აღმართული.
"სწორედ საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილი ეფექტური საგადასახადო სისტემის გამო გახდა საქართველო მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისთვის", - წერს "სი-ენ-ბი-სი".
ჟურნალისტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალიასაც გაესაუბრა, რომელსაც ამერიკელ კორესპონდენტს სვანეთის ტურისტულ ზონასთან დაკავშირებული გეგმები გააცნო. ჟურნალისტი წერს, რომ სვანეთში უამრავი ინფრასტრუქტურული სიახლე იგეგმება ისე, რომ რეგიონის ისტორიული იერსახის შენარჩუნება მოხდეს.
რაც შეეხება შავი ზღვის სანაპიროს, სტატიის ავტორი ვერა ქობალიაზე დაყრდნობით წერს, რომ სოხუმი რუსეთის მიერ ოკუპირებული რომ არ იყოს, ისევე ან უფრო მეტად განვითარებული იქნებოდა, როგორც ბათუმი.