ათენში წუხანდელმა ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა, თუმცა რამდენიმე ათასი მოქალაქე კვლავ ქალაქის მთავარ მოედანზე რჩება. ისინი მთავრობის გადადგომას ან ახლადმიღებული ანტიკრიზისული პაკეტის შეცვლას მოითხოვენ.
მიუხედავად ამისა, პარლამენტმა უკვე დაასრულა მოსმენა დოკუმენტზე და ოს ძალაში დღეიდან შევა.
კენჭისყრაზე სიტყვით ქვეყნის ფინანსთა მინისტრიც გამოვიდა, მან განაცხადა, რომ ახალი პაკეტის მიღება კანონმდებლებსაც არ სურდათ, მაგრამ ეს ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.