საქართველოს შესახებ "სი-ენ-ენის" ეთერში სიუჟეტების სერია დღეს დასრულდება. მორიგი ჩართვის დროს ჟურბალისტმა საქართველოში რაგბის პოპულარობაზე ქართველ მორაგბეებთან ერთად ისაუბრა. ამას გარდა, გუშინდელი სიუჟეტი ვანის არქეოლოგიურ აღმოჩენას მიეძღვნა, რომელმაც ადრეული ადამიანის განვითარების შესახებ სრულად შეცვალა არსებული ცოდნა.
"სი-ენ-ენ"-ის გადამღები ჯგუფი პირველი ევროპელი ადამიანის შესახებ გათხრების ადგილზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორ დავით ლორთქიფანიძეს გაესაუბრა.
ბოლო გადაცემის თემად ჟურნალისტმა პაულა ნიურონმა ქართული სამზარეულო შეარჩია და თავის პირდაპირ ჩართვაში ხუმრობით ისიც თქვა, რომ ამ ნაწილს მთელი კვირის განმავლობაში თავადაც მოუთბენლად ელოდა.