10 წლის გიგი ყავრიშვილს სტადიონზე თამაშის დროს თავში საფეხბურთო კარის ძელი დაეცა.
ბავშვი წუხელვე იაშვილის სახელობის კლინიკაში ქალა-ტვინის დახურული ტრამვით მოათავსეს. იგი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ოჯახის ინფორმაციით, სტადიონზე საფეხბურთო კარს ერთ-ერთი ბავშვი ჩამოეკიდა, რის შემდეგაც ძელი გადმოვარდა და იგი ყავრიშვილს დაეცა თავში.
ბავშვი თავდაპირველად საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა მდგომარეობის სიმძიმის გამო კატასტროფის ბრიგადამ იგი თბილისში გადმოიყვანა.