თბილისის მე-3 პედიატრიულ კლინიკაში წლინახევრის საბა ფორჩხიძე გარდაიცვალა. ბავშვი იქ ჭიათურიდან გადმოიყვანეს. მედიკოსების თქმით, პაციენტი უკვე შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას მენინოგოენცეფალიტი დაუდგინდა.
ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს, რომლებმაც პაციენტის მდგომარეობა არასათანადოდ შეაფასეს. საბა ფირჩხიძის დედის თქმით, მან შვილის სუნთქვის მართვის აპარატზე მიერთება მოითხოვა, თუმცა კლინიკაში ეს აპარატი არ მუშაობდა. იმას, რომ მართვით სუნქთვაზე შეერთება ბავშვისათვის აუცილებელი იყო, ექიმებიც ადასტურებენ.
ოჯახმა საჩივარი საავადმყოფოს ორი ექიმის - დავით ფერაძისა და პაატა ნემსაძის წინააღმდეგ უკვე შეიტანა. ჯანმრთელობის დაცვის სპეციალურ კომისიაში ისინი საქმის გამოძიებას ითხოვენ.