დღეს, 1-ელ ივლისს, აფხაზეთის მხატვართა კავშირისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" ორგანიზებით, ორგანიზაციის ოფისში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
გაყიდული ნახატებიდან შესული თანხა დევნილ ბავშვებს და აქციის ორგანიზატორთა მიერ დაგეგმილ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებს და პროექტებს მოხმარდება.
საქველმოქმედო აქციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები დაესწრებიან.
გამოფენა-გაყიდვა თბილისში 1-ელ ივლისს, 11:00 საათზე გაიხსნება და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
გარდა ამისა, 19 ივლისს გამოფენა-გაყიდვა გადაინაცვლებს აშშ-ის ნებრასკას შტატის ქ. ლინკოლნში, რომლის ორგანიზებაში აქციის ინიციატორებს აქტიური დახმარება გაუწია საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა.