დღეს, 1-ელ ივლისს, ეკლესია მიქაელ ულუმბოელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
მიქაელ ულუმბოელი იყო საეკლესიო მოღვაწე, ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი. საქართველოში მოვიდა VI საუკუნის შუა წლებში სხვა ასურელ მამებთან ერთად დააარსა ულუმბოს მონასტერი, რომელიც მდებარეობს შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში. იყო მისი პირველი წინამძღვარი. დასაფლავებულია იქვე.
ასურელი მამები, იოანე ზედაზნელის მოწაფეები იყვნენ შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ქიზიყელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, ზენონ იყალთოელი, დავით გარეჯელი, აბიბოს ნეკრესელი.