დღეს, 1-ელ ივლისს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ქვესადგურ "კოჯორში" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, თბილისის მიმდებარე ოთხ სოფელს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება სოფელ კიკეთის, ბეთანიის, დიდებისა და კოჯრის მოსახლეობას.
სარემონტო სამუშაოს დასრულებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ.