ხვალ, 1-ელ ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი უსინათლო აბიტურიენტს, გიორგი ბასილაშვილს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რეგისტრაციის გასავლელად მიიყვანს და მეორე სესიის მიმდინარეობის პროცესს დააკვირდება.
გიორგი ბასილაშვილი თბილისის 202-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია.