ხვალ, 1-ელ ივლისს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ, მოძრაობა „გადაარჩინე სიცოცხლის", ლაშა ჩხარტიშვილის, დაჩი ცაგურიასა და ჯაბა ჯიშკარიანის ინიციატივისთ გაიმართება გამოფენა-აქცია.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია „სისხლის სამართლის კოდექსსა" და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში პარლამენტის მიერ ანტიდემოკრატიული ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვის წინააღმდეგ არის მიმართული.