"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას შეფასებით, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის დაწყებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც ალასანია აცხადებს, რეზოლუცია დევნილების უფლებების და მათი საკუთრების უფლებების გამყარების კუთხითაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
"ეს რეზოლუცია პირველად 2008 წელს მივიღეთ და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ რეზოლუციაში ეთნიკური წმენდის შედეგები დაფიქსირებულიყო. სამწუხაროდ, ფორმულირების დაცვა ბოლომდე ვერ მოხერხდა, მაგრამ თავისთავად რეზოლუცია რომ მიიღება და ყოველწლიურად მხარდამჭერები ემატება, სამომავლოდ კონფლიქტური ვითარების გადაწყვეტაში ძალიან გამოგვადგება", - აცხადებს ალასანია.