ხვალ, 1-ელ ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე "რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზ ხალხის მიმართ გენოციდის მსხვერპლთა უკვდავყოფის შესახებ" დადგენილების პროექტს დაამტკიცებენ.
დადგენილება საქართველოში ჩერქეზთა გენოციდისადმი მიძღვნილი მემორიალისა და ჩერქეზული კულტურის ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს.
ჩერქეზთა გენოციდისადმი მიძღვნილი მემორიალი, სავარაუდოდ, ანაკლიაში დაიდგმება, ხოლო კულტურის ცენტრი საქართველოს რომელ რეგიონში დაარსდება, ჯერ უცნობია.
დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის, ნუგზარ წიკლაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე დადგენილების პროექტის მიღების შემდეგ მთავრობასთან კონსულტაციების გამართება, სადაც დეტალები დაზუსტდება.
მისი თქმით, მემორიალის შექმნაზე საერთაშორისო კონკურსი უნდა გამოცხადდეს, სადაც მონაწილეობის მიღებას შეძლებენ როგორც ქართველი, ასევე ჩერქეზი და სხვა კავკასიელი მოქანდაკეები.
საქართველოს პარლამენტმა რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარების შესახებ დადგენილება მიმდინარე წლის 20 მაისს დაამტკიცა.