ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თავისუფალ ტურისტულ ზონაში საშუალო და მაღალი  კლასის სასტუმროს კრიტერიუმები განსაზღვრა.  ვერა ქობალიას ბრძანებულების თანახმად, თავისუფალ ტურისტულ ზონაში საშუალო კლასის სასტუმროს  ერთი ნომრის ოთახ(ებ)ის ფართობი - არა ნაკლებ 21  კვ.მ. უნდა იყოს, მაღალი კლასის სასტუმროს შემთხვევაში კი  სასტუმროს ერთი ნომრის ოთახ(ებ)ის ფართობი - არანაკლებ 25  კვ.მ.
მინისტრის ბრძანებულების მიხედვით ირკვევა, რომ  საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროების აღჭურვისა და მომსახურების დონედ,  ასოციაცია ,,გლობალ სტარის" მიერ დადგენილი სამ- და ოთხვარსკვლავიანი სასტუმროების შეფასების შესაბამისი მახასიათებლების მქონე აღჭურვა და მომსახურება განისაზღვროს.