ხვალ, 1-ელ ივლისს, საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პარლამენტის კომუნიკაციების ცენტრს გახსნიან.
ბასი და ბაქრაძე ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს, რომელის თანახმად, აშშ-ის მთავრობა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პარტნიორის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მეშვეობით პარლამენტის კომუნიკაციების ცენტრს დაეხმარება.
დაგეგმილია 2010-2011 წლების საპარლამენტო სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატებს გადასცემა, რომელთაც სტაჟირება USAID-ის პარლამენტის მხარდაჭერის პროექტის დახმარებით გაიარეს.
ღონისძიებას პარლამენტის წევრები, პარლამენტის თანამშრომლები და სხვა სტუმრები დაესწრებიან.