საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიციის წარმომადგენლები "შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავებაზე შეხვედრას გამართავენ.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, 1-ელ ივლისს, 13:00 საათზე, კომიტეტის ოპოზიციონერ დეპუტატებთან შეხვედრას გამართავს, რათა კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციები საბოლოოდ შეათანხმონ.
შეხვედრას "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გია ცაგარეიშვილი, "ქრისტინ-დემოკრატი" ლევან ვეფხვაძე, "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კანონპროექტის მეორედ მოსმენის დროს ერთ-ერთმა ავტორმა პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ აქციების დროს მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ინიციატივაში ახალი ნორმა გაჩნდებოდა. თუმცა კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტის ტექსტში აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ არ არის ასახული.
1-ელ ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.