ნიკოლა სარკოზის საფრანგეთის ქალაქ ბროქსში მოსახლეობასთან შეხვედრისას თავს დაესხნენ.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სარკოზი ბარიკადს მიღმა მდგარ ხალხთან მისასალმებლად მივიდა. თავდამსხმელმა სარკოზის ხელი პიჯაკის სახელოში მოჰკიდა და წააბორძიკა. თავდასხმის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. თავდასხმელი სარკოზის დაცვამ რამდენიმე წამში დააკავა და პოლიციას გადასცა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნულია ფაქტის შესახებ კომენტარი არ გაუკეტებია