რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იგი პირის დასაბანად წავა, როგორც ჰიგიენური ისე პოლიტიკური გაგებით.
"წავალ და პირს დავიბან. ამ სიტყვის ჰიგიენური და პოლიტიკური მნიშვნელობით. ყველა კამპანიის შემდეგ, რომელიც ჩვენ უნდა გადავიტანოთ, საჭირო იქნება საფუძვლიანად დაკავდე ჰიგიენით", - განაცხადა პუტინმა შეკითხვაზე კომენტირებისას, რომელიც ახალი არჩევნების შემდეგ მის გეგმებს შეეხებოდა.
"სამწუხაროდ, ეს ასეა. ეს გარდაუვალი პროცესია. როგორც ჩერჩილი ამბობდა, ყველაზე ცუდი მმართველობის სისტემა დემოკრატიულია, მაგრამ უკეთესი არ არსებობს", - განაცხადა პუტინმა.