ხვალ, 1-ელ ივლისს, პარლამენტის ქუთაისში გადატანასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს რიგგარეშე სესიაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.
კანონპროექტის თანახმად, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ ქუთაისში იქნება.
საპარლამენტო ოპოზიცია უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ იზიარებს და დედაქალაქიდან პარლამენტის გადატანის საკითხის დაყენებას რეფერენდუმზე ითხოვს.
ამასთან, ოპოზიცია იმ ფინასური ხარჯების დასახელებას ითხოვს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ახალი შენობის მშენებლობას ხმარდება, თუმცა მმართველი ძალის მტკიცებით, მშენებლობა დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევს, შესაბამისად ის თანხები, რომლებიც 2009 წელს გაიწერა, საკმარისია.