ლაბორატორიულად არ დადასტურდა, რომ 11 წლის დათო კოკაიას გარდაცვალების მიზეზი ე-კოლის ბაქტერია იყო. ანალიზის შედეგად ნაწლავური ჩხირის აღმოჩენა ვერ მოხეხრედა. კვლევა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლაბორატორიაში ჩატარდა.
"ანალიზში ე-კოლის ბაქტერია არ აღმოჩინელა, თუმცა ეს არ გამორციხავს კლინიკური დიაგნოზის სისწორეს", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი კანდელაკმა.
დათო კოკაია "იაშვილის" კლინიკაში გუშინ დაიღუპა.
ექიმების თქმით, ბავშვს აღენიშნებოდა სისხლიანი დიარეა, მწვავე ინტოქსიკაცია და ღებინება. ევროპაში "ე-კოლის" ჩხირით 50-მდე ადამიანი დაიღუპა. თუმცა საქართველოში ეს ბაქტერია ჯერჯერობით არ გამოვლენილა.