უკრაინის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის იური ლუცენკოს ქონების ნაწილი დაყადაღებულია. ამის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უკრაინის გენერალური პრკურორის მოადგილემ მიხაილ გავრილუკმა განუცხადა.
ტიმოშენკოს ბრალად ედება სახელმწიფოსთვის დიდი რაოდენობით ზარალის მიყენება, კერძოდ 2009 წელს მინისტრთა კაბინეტის თანხმობის გარეშე, რუსეთთან კონტრაქტის გაფორმება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინისათვის წამგებიანი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ტიმოშენკოს მიერ გაფორმებული კონტრაქტი, რუსულ-უკრაინული დავის მიზეზი გახდა, რამაც ცივი ზამთრის პირობებში საწვავის გარეშე დატოვა უკრაინა და ევროპის სხვა ქვეყნები.