საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი და ახალ უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია 2005 წელს მიიჩნევდა, რომ საქართველოს 235 დეპუტატის ყოლის "ფუფუნების" საშუალება არ ჰქონდა.
ამის შესახებ პარლამენტის 2005 წლის 17 თებერვლის პლენარული სხდომის სტენოგრამული ჩანაწერშია ნათქვამი, რომელიც ჟურნალისტებს დღეს პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა გააცნო.
"თუ გადავხედავთ მთელი ევროპის ქვეყანას და პარლამენტების რაოდენობას, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ საქართველო არის იმ იმათ რიცხვში, თუ პირველი არ არის, სადაც ყველაზე მეტი დეპუტატია და რა თქმა უნდა, ეს ფუფუნებაა. ამ ფუფუნების საშუალება ჩვენ არა გვაქვს", - აცხადებდა ბოკერია 2005 წელის 17 თებერვლის პლენარულ სხდომაზე.
ამასთან, მისივე შეფასებით, უფრო მთავარი ის იყო, რომ შემცირებული რაოდენობით პარლამენტში თითოეული დეპუტატის პოლიტიკური ფასი და ანგარიშვალდებულება მატულობდა ამომრჩევლის წინაშე.