საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, იმის შესახებ, რომ თბილისი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარზე ფართომასშტაბიანი პროვოკაციების განსახორციელებლად ემზადება აბსურდს უწოდებს.
"ასეთ აბსურდულ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება საჭიროდ არ მიმაჩნია. ეს აბსურდია", _ განაცხადა შოთა უტიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოსი სეპარატისტების განცხადებით, საქართველო საზღვარზე დევნილების მასობრივი გადასვლის მოწყობას გეგმავს.