საბერძნეთის პატლამენტი "ხისტი ეკონომიკის" პირობებში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით ხმის მიცემის მეორე ეტაპისთვის ემზადება, სწორედ ამ რეფორმებზეა დამოკიდებული ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მომავალი ეკონომიკური მხარდაჭერა.
ბერძენ პოლიტიკოსებს მოუწევთ განიხილონ კანონ-პროექტი, რომელიც მოიცავს სახელმწიფო და საზოგადებრივ სექტორში სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შემცირებას, გადასახადების გაზრდას.
ხმის მიცემის პირველ ეტაპზე, რომელიც ოთხშაბათს გაიმართა ყველა ზემოთხსენებული რეფორმას ხმათა უმრავლესობა ერგო.
ევროკავშირის წარმომადგენლების თქმით „ხისტი ეკონომიკის' პირობებში გატარაებული რეფორმებით საბერძნეთმა შეძლებს დეფოლტის თავიდან არიდებას.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების რეფორმებმა მოსახლეობაში მძაფრი რეაქცია გამოიწვია. უკვე რამდენიმე კვირაა ათენში და საბერძნეთის სხვა ქალაქებში მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები.
ათენში სინტაგმას მოედანზე სადაც განლაგებულია პარლამენტის შენობა და ეკონომიკის სამინისტრო დღემდე გრძელდება საპროტესტო აქციები, მიმდინარეობს პერმანენტულ იშეტაკებები ახალგაზრდებსა და სამართლადამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის.