დედოფლისწყაროს მაცხოვრებლები შესაბამისი სამსახურებისგან ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას ითხოვენ.
ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრებმა ფირუზ ჯამასპიშვილმა გიურზა საკუთარი სახლის ეზოში მოკლა. მაზოვკის დასახლებაში კი გოგიტა ყოჩიაშვილმა გველი ბავშვის საძინებელ ოთახში ნახა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დედოფლისწყაროს რაიონული საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ვანო ნატროშვილმა განუცხადა, ამჟამად საავადმყოფოში გველის ნაკბენის საწინააღმდეგო პულივალენტური შრატის 2 დოზა ინახება.