დღეს დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო სექტორის თანამშრომლები გაიფიცებიან.
მოსახლეობა გააპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას საპენსიო ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით.
პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით გაფიცვაში 750 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რაც მთლიანი სახელმწფო სექტორის 20%-ს შეადგენს.
არ იმუშავებენ სკოლები, საგადასახადო სამსახურები და სხვა დაწესებულები, მოსალოდნელია აეროპორტის მუშაობის შეფერხება, რადგან გაფიცვას იმიგრაციის სამსახურის თანამშრომლებიც შეუერთდნენ.
პროფკავშირების მტკიცებით, ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიკრიზისული რეფორმების სიმძიმე ძირითადად სახელმწიფო სექტორს აწევს.
დიდი ბირტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა გაფიცვას ,,უპასუხისმგებლო აქცია" უწოდა. მისი თქმით სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდიდან და ბიუჯეტის 10%-იანი დეფიციტიდან გამომდინარე საპენსიო რეფორმა გარდაუვალია.