საბერძნეთში საქართველოს საელჩო საღამოს საათებში არეულობის ადგილებში გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს. ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიუხედავად საქართველოს მოქალაქეებს უსაფრთხოების მხივ პრობლემა არ შქმნიათ. არცერთ საქართველოს მოქალაქეს ამ საკითხთან მიმართებაში საბერძნეთში საქართველოს საელჩოსთვის არ მიუმართავს.
ათენში ძლიერი არეულობები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. გუშინდელი შეტაკებების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა, არეულობა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. მიზეზი ახალი ანტი-კრიზისული გეგმა გახდა, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. ის ხუთ წელზეა გაწერილი და 28 მილიარდ ევროს მოიცავს. შეტაკებები იმდენად გამწვავდა, რომ სასტუმრო „ლუქსურიდან" ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო.