დღეს, 30 ივნისს, USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI) აწყობს სემინარს მედიის წარმომადგენლებისთვის "ინტელექტუალური საკუთრების დაცვა". სემინარს წაიყვანს ექსპერტი ინტელექტუალური საკუთრების დარგში, ტიმოთი ტრეინერი.
სემინარი გაიმართება დღის 12:00 საათზე სასტუმრო "ჰოლიდეი ინში". ექსპერტი ასევე ისაუბრებს საქართველოსთვის ინტელექტუალური საკუთრების დარგში არსებულ გამოწვევებზე.
ტიმოთი ტრეინერი 20 წელზე მეტია, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საკითხებზე მუშაობს. იგი იყო გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კოალიციის პრეზიდენტი და თანათავმჯდომარეობდა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს.